X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები ევროკავშირთან ერთად მუნიციპალიტეტების გაძლიერებაზე ზრუნვა აქტიურად მიმდინარეობს

ევროკავშირთან ერთად მუნიციპალიტეტების გაძლიერებაზე ზრუნვა აქტიურად მიმდინარეობს

ძებნა

ევროკავშირთან ერთად მუნიციპალიტეტების გაძლიერებაზე ზრუნვა აქტიურად მიმდინარეობს

21 მაისი 2016

ევროსაბჭო და ევროკავშირი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად,  აღმოსავლეთპარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში,  საქართველოში პირველ ერთობლივ პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ ახორციელებს. პროექტის ერთობლივ განხილვაში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობდა.

აღნიშული პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელორუსია და უკრაინა) მოიცავს და მისი  მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტების გაძლიერების ხელშეწყობა  და საკანონმდებლო  ჩარჩოს გაუმჯობესებაა. პროექტს  ორი ძირითადი მიმართულება აქვს: 1. ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობა და 2. ცენტრალური დაადგილობრივი ხელისუფლებების ხელშეწყობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებაში.

პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე მუნიციპალიტეტბში განხორციელდება და  „ინტერ-მუნიციპალურითანამშრომლობის ხელშეწყობის“ მიმართულებით ათი, ხოლო „ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების" მიმართულებით 7 მუნიციპალიტეტი  ჩაერთვება. შემდგომ ეტაპზე პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.